ახალი ამბები
,,სამართლიანი არჩევნები" შიდა ქართლში ტრენინგებს ატარებს
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების კუთხით, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)"  შიდა ქართლში, ტრენინგებს ატარებს.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

ტრენინგი  თვითმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების თვითმართველობების ჩართულობით ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 

ტრენინგს „სამართლიანი არჩევნების“ ტრენერები ნინო ბიბილეიშვილი და თეა თედლიაშვილი უძღვებოდენ.

მათ ისაუბრეს წინა საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაზე, საბიუჯეტო თანხების, საბიუჯეტო პროგრამების წინა საარჩევნო მიზნებისათვის, შენობების, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაზე. ამომრჩეველთა მოსყიდვაზე და ა.შ.

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“- მ ტრენინგების ჩატარება კასპის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და საქართველოს ყველა თვითმართველ ორგანოში გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცათ „სამართლიანი არჩევნები"-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები