ახალი ამბები
ურბნისში ახალი საწარმო ,,ახალი თევზი" გაიხსნება
14 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში თევზის გადამამუშავებელი ახალი საწამო გაიხსნება.

„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში აქ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „ახალი თევზი“ შეიქმნა.

საწარმოს გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია დაესწრებიან.

კომპანია „ახალი თევზი“ სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოების პროცესს უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 150 ტონა თევზის გადამუშავება (კალმახი, ზუთხი, ხიზილალა) აწარმოებს. პროდუქცია 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის და მომავალში იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები