ახალი ამბები
კასპის საკრებულოს წინ ერთი ნაძვი გახმა - თანამშრომლები მზემ შეაწუხა
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, კომისიების ხელმძღვანელებისა და ვიცე-თავმჯდომარის კაბინეტების ფანჯრებზე ჟალუზებს დააყენებენ.

ამის შესახებ აპარატის წარმომადგენლებმა თხოვნით რაიონის გამგებელს, გოჩა გოჩიტაშვილს მიმართეს.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა 11-ცალი, მზის დამცავი სისტემა დაახლოებით 2 ათას ლარად შპს ,,დიოსგან" შეუძინა. 

გამგეობაში აცხადებენ, რომ გამგეობის შენობას, საკრებულოსგან განსხვავებით, ჟალუზები არ ჭირდება, რადგან შენობისს ფანჯრები ჩრდილო-დასავლეთითაა მიმართული და შუადღეს მზე მასზე არ მოქმედებს.

რაც შეეხება საკრებულოს, აქ შენობის ფანჯრები აღმოსავლეთის მხარესაა მიმართული, სადაც მზე დილიდანვე შემაწუხებელია თანამშრომლებისთვის.

,,თანამშრომლების მოთხოვნით და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, გამგეობამ სულ 11 ცალი ჟალუზი შეგვიძინა. მოგეხსენებათ, შენობის წინ ერთი ნაძვი გახმა" - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები