ახალი ამბები
გამყოფი ხაზის ერთ მხარეს დარჩენილ იკორთაში დენს გორის რაიონიდან აწვდიან
სოფელ იკორთაში 15 ოჯახი ცხოვრობს, აქედან, ეთნიკურად ოსი - ხუთია. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის დაქვემდებარებულ სოფელში მოსახლეობას ელექტროენერგია გორის რაიონიდან მიწოდება.

რეპორტაჟი, რომელიც ცხინვალის ხელისუფლების კოტროლირებულმა მედიამ მოამზადა, აღნიშნულია, რომ ეს ამბავი პრობლემას წარმოადგენს, რადგან ქალაქ ცხინვალამდე ელექტროსადენები არაა გაყვანილი.

,,რატომ უხდის სამხრეთ ოსეთის სოფელი დენის ფულს საქართველოს?" - სვამს კითხვას ჟურნალისტი და იქვე ამბობს, რომ ეს საკითხი არაერთხელ დაყენებულა ცხინვალის მთავრობის წინაშე, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. ამავე დროს, სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს საქართველოს პასპორტი აქვს.

,,ეს ხალხი ფაქტობრივად ტყვეობაშია, რადგან ჩვენი პასპორტის გარეშე, გადაადგილება არ შეუძლიათ. იკორთა ზემო არცევს 300 მ მანძილზე ესაზღვრება. ზემო არცევი კი, გორის რაიონის სოფელ ქვეშის სიახლოვეს მდებარეობს. ორივე სოფელ დენს ქვეშიდან გაყვანილი სადენებით მიეწოდება.

,,თვეში დაახლოებით 7500 რუბლს აგროვებენ და უხდიან ქართველებს. მიდიან მავთულხლართებთან და თანხას გადასცემენ. მთავარი პრობლემა მათთვის ისა რომ იმ დროს ადგილზე ესაზღვრეებმა არ დაიჭირონ" წერს ჟურნალისტი.

,,ზამთრის პერიოდში, როდესაც სადენები ზიანდება, ვურეკავთ ნაცნობს მეზობელ სოფელში და სარემო იკორდახმარებას" -- აცხადებენ ადგილობრივები.

იკორთაში სასმელი წყალი, ასევე, გორის რაიონიდან მიეწოდებათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები