ახალი ამბები
ბერშეუთთან საპროტესტო აქცია გაიმართება - თბილისში მიკროავტობუსები გაამზადეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორის, ლაშა ბერულავას განცხადებით, დედაქალაქიდან მიკროავტობუსები სოფლისკენ გასასვლელად უკვე მზადყოფნაშია და სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხელშეშლას ადგილი არა აქვს.

სოფელ ახალსოფლის გადასახვევთან პოლიცია მობილიზებულია, ისინი აქციის მონაწილეების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

სოფელ ბერშუეთთან 19 ივნისს ახალი მწვანე ბანერი რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს. ამ ბანერით ადგილობრივი მკვიდრის, გიორგი ხოდელის მიწის ფართობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის მცოცავი ოკუპაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით უნდა შეჩერდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები