ახალი ამბები
ცხინვალში 23 პატიმარი შიმშილობს
ცხინვალის საპატიმროში პატიმრებმა, პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიმშილობა გამოაცხადეს.

ამის გამო, გუშინ, დე-ფაქტო მთავრობის იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევი კოლონიაში ჟურნალისტების თანდასწრებით მივიდა.

პატიმრების თქმით, კოლონიაში არ არის საკმარისი ფართობი, ოთახებში უჰაერობაა, ანტისანიტარიაა სველ წერტილებში. ზალინა ლალიევას უთხრეს, რომ სასეირნო საათებიც შემცირებულია.

დე-ფაქტო მთავრობის მინისტრის თქმით, ცხინვალის ციხეში იმაზე უკეთესი პირობებია, ვიდრე, რუსეთის ფედერაციის ზოგიერთ კოლონიაში. ამის მაგალითად, ბოლო პერიოდში, მის სახელზე შედგენილი 20-მდე სასჯელმისჯილის წერილია, რომლის ავტორები ცხინვალის კოლონიაში გადაყვანას ითხოვენ.

,,პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი არსებული ვითარების შესახებ პროტესტის გამოხატვამდეც საქმის კურსში იყო. ყველაფერს გავაკეთებთ პატიმრების პირობების გაუმჯობესების მიზნით" - აცხადებს ლალიევი.







Print

სტატიის გამოყენების პირობები