გასულ წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 2014 წელს გაზრდილია, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შემცირებულია. შარშან 2013 წლის 6 თვეში 523 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან დაიღუპა - 87, დაშავდა - 947
ჯამში, 2013-2014 წ.წ. 6 თვეში დაფიქსირდა 1090 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (“პრობლემურ მონაკვეთებზე”). მათ შორის დაიღუპა - 157, დაშავდა - 1953 პირი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეობებიდან (“პრობლემურ მონაკვეთებზე”) რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა შეჯახება მსუბუქ ავტომანქანაზე - 552, მეორეზე - შეჯახება დაბრკოლებაზე (165), ხოლო ბოლო ადგილს 6 შემთხვევით იკავებს შეჯახება ველოსიპედისტზე.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზებიდან (“პრობლემურ მონაკვეთებზე”) პირველ ადგილზეა მანევრირების წესების დარღვევა - 300, მეორეზე - დაუდგენელი მიზეზი (263) და ყველაზე ცოტა ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 1.
სტატიის გამოყენების პირობები