ახალი ამბები
საპროტესტო აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა მატულობს (PHOTO)
პოლიციამ ყვითელი ლენტა რამდენიმე ათეულ მეტრზე გაავლო, რადგან გამყოფი ხაზის სოფელ ბერშუეთთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა მატულობს.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დამონტაჟებულ ახალ ბანერთან აქციის მონაწილეებს დაახლოებით  500 მ მანძილი აშორებთ.

პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მწვანე ბანერებების მონტაჟს აპროტესტებენ.

ჯერ კიდევ 19 ივნისს, ბერშუეთთან და სობისთან, ახალი მწვანე ბანერი რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა იმ ადგილას დაამონტაჟეს, სადაც ადგილობრივ მკვიდრს გიორგი ხოდელს ყანა აქვს დათესილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსეთი მცოცავ ანექსიას ახორციელებს და საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ქვეყანა უნდა დატოვონ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო პერიოდში, ახალი მწვანე ბანერები ბერშუეთის გარდა, ჯერ არსად გამოჩენილა.

სამაგიეროდ, ქარელის რაიონის სამ სოფელთან - კნოლევი, ავლევი და ცერონისი - მწვანე ბანერებს შორის, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხნული გააკეთეს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები