ახალი ამბები
ვარიანში ბავშვი ჩანელებულ თონეში ჩავარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში 4-წლის ბავშვი თონეში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თონე ანთებული და გავარვარებული არ ყოფილა. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები მხოლოდ ოჯახის წევრების გამოკითხვით შემოიფარგლნენ.

,,საბედნიეროდ, თონე გავარვარებული და ანთებული არ ყოფილა, შესაბამისად, გამოძიება არც დაწყებულა" - აცხადებს პრეს-სამსახური.

ბავშვმა მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა, გორის საავადმყოფოდან თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მაინც გაგზავნეს.

II ხარისხის დამწვრობის დროს კანის დაზიანება  ღრმა შრეს – დერმას მოიცავს. ზერელე შრის ეპიდერიმისის ქვეშ გროვდება გამჭვირვალე სითხე,რომელიც დაინფიცირების შედეგად შეიძლება დაჩირქდეს. ბუშტუკები უმეტესად ვითარდება დამწვრობის მიღებისთანავე, ან 24 საათის შემდეგ. ეს დამოკიდებულია თერმული აგენტის ტემპერატურასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. მრავალრიცხოვანი ბუშტუკების მეშვეობით ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით პლაზმას. მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ტკივილი ძლიერი და ხანგრძლივია. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები