ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან ამერიკის ელჩი იმყოფება
კასპის რაიონის სოფელ ყარაფილადან ჩობალაურამდე არსებულ ტერიტორიას ამ წუთებში ამერიკის ელჩი ეცნობა.

ეს ის ადგილია, სადაც გამყოფი ხაზი, ყველაზე ახლოს, მთავარ მაგისტრალთან მდებარეობს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებინ მასპინძლობენ. კახა ქემოკლიძე ელჩს დეტალურად იმ ვითარებას აცნობს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ხდება.

მდინარე ტორტლაზე, რომლის სიგანე თითქმის 3 მ-ია, მწვანე ბანერი 3-წლის წინ დადგეს. ადგილობრივები, არხის სიდიდის გამო, მიწის ნაკვეთებში თამამად მუშაობენ.

ეს ბანერი ყველაზე ახლოს დგას მთავარ მაგისტრალთან. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ავტობანიდან პოლიციის საგუშაგომდე 100 მ-ია, ხოლო, საგუშაგოდან, ბანერამდე - 250 მ.

,,ეს არხი ისეთი განიერია, ვერც ისინი გადმოვლენ და ვერც ჩვენ გადავდივართ. ფაქტიურად, კომუნისტების დროს დაადგინეს, რომ სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვარი ბუნებრივად მაგ არხზე გასულიყო" - ამბობენ ადგილობრივები.






ჩობალაურის ბანერი - ყველაზე ახლოს ავტობანთან (VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები