ახალი ამბები
შსს-მ ტელეკომპანია ,,თრიალეთში" ქურდობის მუხლით გამოძიება დაიწყო
შიდა ქართლის რეგიონულ ტელევიზიის ჭიშკარს პოლიციამ ყვითელი ლენტი შემოავლო.

ამ წუთებში საგამოძიებო სამსახურისა და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები შენობის შიგნით მუშაობენ. ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ტელევიზიის პროდიუსერის, ლელა ლობჟანიძის თქმით, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ოპერატორმა პოლიციას შეატყობინა, რომ ტელეფონი დაკარგა, თუმცა, დეტალები მისთვის უცნობია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები