ახალი ამბები
უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით უნივერსიტეტებში საინფორმაციო კამპანია დაიწყება
,,ისწავლე საქართველოში" - აღნიშნული პროგრამის უკეთ განხორციელების მიზნით, გორის უნივერსიტეტი, საქართველოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად, საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება.

ამის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გორის უნივერსიტეტისთვის 36 ათასი ლარი გამოყო. აღნიშნულ თანხას უნივერსიტეტების წარმომადგენლები სარეკლამო და სტუდენტთა რეკრუტირების მომსახურებისთვის გამოიყენებენ, კერძოდ, დაიქირავებენ კერძო სააგენტოებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კამპანიას ორგანიზებას გაუწევს.

ჯამურად, საქართველოს მაშტაბით 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები