ახალი ამბები
Black Sea Arena-ზე ქეთი მელუასთან ერთად გორის ქალთა გუნდიც იმღერებს
23 ივლისს, Black Sea Arena და Check in Georgia-ს ინიციატივით, შეკვეთილში ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე სპეციალური მიწვევით გორის ქალთა კამერული გუნდიც იმღერებს.

“ზაფხულის დღესასწაული“, ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება.

კონცერტზე წარდგენილი იქნება მომღერლის ალბომში შესული სიმღერები. ქეთი მელუას აკომპანირებას ასევე, ინგლისური ბენდი გაუწევს (Tim Harries - ბას გიტარა, Mark Edwards - კლავიში, Simon Lea - დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer - გიტარა).

ქეთი მელუას სადებიუტო ალბომი, თავიდანვე ბრიტანეთის ტოპ ჩარტებში მოხვდა. 5 თვის განმავლობაში გაყიდული 1.8 მილიონი ეგზემპლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები