ახალი ამბები
პატრიარქმა ხაშურში ბანას ანალოგი ეკლესიის მშენებლობის დაწყება აკურთხა
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.

ტაძრის კურთხევის ცერემონიალი დღეს ხაშურში გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე - საგანმანათლებლო და კულტურული კერა.

,,ღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. " - განაცხადა კვირიკაშვილმა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები