ახალი ამბები
იგოეთთან მთავარ მაგისტრალზე საცობები აგვისტომდე გაგრძელდება
თბილისი-სენაკის მთავარ მაგისტრალზე, იგოეთთის მონაკვეთთან, საცობები აგვისტომდე გაგრძელდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ნოდარ ნატროშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სარემონტო სამუშაოების დამთავრება აგვისტომდე აქვს დაგეგმილი.

მდინარე ლეხურას ხიდზე სარემონტო სამუშაოები ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

ამის გამო, აღმოსავლეთის მიმართულებით, მანქანები შემოვლით გზაზე, იგოეთის ეკლესიის გასწვრივ მოძრაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები