ახალი ამბები
ცერონისში ახალი ჭაბურღილი კეთდება
სოფელ ცერონისში ახალი ჭაბურღილი კეთდება. სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში სასმელი წყლის პროექტი გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

პროექტი დაფინანსდა 41 499 ლარით ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით.

აღნიშნული ჭაბურღილით ისარგებლებს სოფელ ცერონისის 652 მოსახლე.

სამუშოებს ასრულებს „ამხანაგობა მშენებელი“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები