ახალი ამბები
სენსიტიური ჟურნალისტიკა - სემინარი სამხრეთ კავკასიელი ჟურნალისტებისთვის
დღეს, იყალთოში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი მთავრდება. 5-დღიან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიელმა ჟურნალისტებმა, კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების კუთხით, ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარეს.

ფრიდრიც ნაუმანის ფონდის ინიციატივით, სამი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს მეორედ, ამჯერად, კახეთში შეხვდნენ. საქართველოს მხრიდან 5 მედია საშუალებაა წარდგენილი, მათ შორის, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი - შიდა ქართლიდან.

პირველ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს, თბილისში გაიმართა, ჟურნალისტებს სპეციალური რეპორტაჟების მომზადება დაევალათ.

განმეორებით შეხვედრაზე სამივე ქვეყნის ჟურნალისტებმა საკუთრი სტატიებისა და რეპორტაჟების პრეზენტაციები გამართეს. გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება გაშუქდეს სენსიუტიური თემები, მაგალითად, კონფლიქტები, ქალთა მდგომარეობისა და ეთნიკური უმცირესობების შესახემ მასალები.

თეორიული გამოცდილების გაზიარების შემდეგ ჟურნალისტები პანკისის ხეობაში ჩავიდნენ. ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ მასალები მოამზადეს და შეხვედრის ბოლო დღეს წარადგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები