ახალი ამბები
გორის რაიონში სამგზავრო ავტობუსის ფანჯრებს ნაჯახი მოხვდა
დღეს, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელიდან მიმავალ სასოფლო ავტობუსს ნაჯახი ესროლეს.

ცული მინებს მოხვდა და ჩაამსხვრია. მინისგან სახის არეში შემთხვევით დაშავებული მგზავრი, 17-წლის ახალგაზრდა გორის ჰოსპიტალში მოათავსეს.

,,სახისა და შუბლის არეში ჭრილობა დაუმუშავდა და გაწერილ იქნა სახლში" - განუცხადეს გორის  ჰოსპიტალში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიება ორი - 187-ე და 124-ე მუხლების მიხედვით დაიწყო, რაც ქონებისა და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიყენებას გულისხმობს.

შემთხვევა 17 ივლისს, დღის საათებში მოხდა. მგზავრების განცხადებით, ფანჯრების არარსებობის შემთხვევაში, ავტობუსში მგზავრი უფრო მძიმე ხარისხის დაზიანებას მიიღებდა.

ნაჯახი გამიზნულად თუ შემთხვევით მოხვდა ავტობუსს, ამ დეტალებს გამოძიება ადგენს.

,,პიროვნება დადგენილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული ქმედების გარემოების დადგენის მიზნით" - აცხადებენ შსს-ში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები