ახალი ამბები
15 ოქრო და 17 ვერცხლი - გორიდან წარჩინებული მოსწავლეები ურეკში დაისვენებენ
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 15 ოქროს და 17 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.

კურსდამთავრებულებს, თვითმმართველი თემიდან, მიღწეული წარმატება გორის მუნიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კონსტანტინე თავზარაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსმა ლელა მაისურაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

მედლები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. ახალგაზრდები სიტყვით გამოვიდნენ და საკუთარი გამოცდილება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს.

,,ამ წარმატების მისაღწევად საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. შრომის დაფასება და მედლების მიღება მათთვის პირველი ნაბიჯია მომავალი წარმატებული კარიერისათვის" - აღნიშნეს მათ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარჩინებულ მედალოსნების დაბა ურეკში 5 დღით დაასვენებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები