ახალი ამბები
უფლისციხეში ფოლკლორულ ფესტივალს ,,ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლეს
უფლისციხეში ფოლკლორის ფესტივალის „ლეგენდა მარტვილზე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. იტალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, რუსეთისა და ლიტვის ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი წარადგინეს.

ისტორიულ ციხე-ქალაქში საქართველოს სახელით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანსამბლი ,,მაჩაბელა" გამოვიდა.

ფოლკლორის ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“ 10 ივლისს მარტვილში საზეიმოდ გაიხსნა. უფლისციხემდე მას ჩხოროწყუმ და აბაშამ უმასპინძლა.

ფოლკლორის ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასი და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო. ღონისძიებას მხარი ჩხოროწყუს, აბაშისა და გორის მუნიციოპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლებმა დაუჭირეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები