ახალი ამბები
არბო-დიცის წყალსაქაჩ სადგურზე 3 ტუმბო ჩაირთო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცთან, არბო-დიცის სატუმბი სადგური 24 საათიან რეჟიმში იმუშვებს. ამისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 3 ტუმბო ჩართეს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლების განცხადებით, წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდა და მოსახლეობას შეფერხების გარეშე მიეწოდება წყალი.

,,აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს სამივე სოფლის ფართობებზე." - განუცხადა დიცელებს ,,საქართველოს მელიორაციის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად, შეხვდა.

სოფლების: დიცის, არბოსა და ქორდას სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა.

დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, მიეწოდება, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები