ახალი ამბები
გორში სახალხო დამცველის ოფისი გაქურდეს
წუხელ სახალხო დამცველის გორის ოფისი გაქურდეს. გატეხილია ხის კარები, გამოძიების ვერსიით დაუდგენელმა პირებმა ყოფილი საქსტანდარტის შენობის მთავარი შესასვლელი რკინის კარებიც გააღეს.

ოფისი გაქურდულ მდგომარეობაში დილით სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის თანამშრომელმა ნახა. მისი თქმით წაღებულია სამუშაო კომპიუტერი.

,,წაღებულია მხოლოდ ერთი კომპიუტერი, სადაც ძირითადად მოქალაქეთა მიერ შემოსული განცხადებებისა და საჩივრები ინახებოდა. სხვა ნივთები არაა დაკარგული" - გვითხრა დალი ჯანიაშვილმა, ოფისის ხელმძღვანელმა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები