ახალი ამბები
Factcheck-ის გუნდმა Qartli.ge-ს სტატიის მიხედვით კვლევა ჩაატარა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის კომპანიამ ტენდერი მოიგო. კერძოდ, ქართლი.ჯი-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამავე გამგეობის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორის კომპანიამ გაიმარჯვა. სააგენტოს ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიო“ სოფელ ხელთუბანში სასმელი წყლის ჭაბურღილს აკეთებს.

Factcheck-მა აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარა.

factcheck-ის კვლევამ აჩვენა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო კოდექსის მუხლების შესაძლო დარღვევას, რადგან ბონდო მარუაშვილი გამგეობის ა(ა)იპ-შიც წყალგაყვანილობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ამავე სფეროში კერძო კომპანიის 100%-იანი წლის მესაკუთრეც. ამდენად, მისი შემხებლობა წყალგაყვანილობის სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ ტენდერზე ნამდვილად იკვეთება.

შპს „გიო“, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში 25 420 ლარიანი ტენდერი მოიგო, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასმელი წყლებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურის“ უფროსს ეკუთვნის. ბონდო მარუაშვილი ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია. გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ამ სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების რეგულირება და ექსპლუატაცია წარმოადგენს.

იხ. კვლევა ვრცლად
Print

სტატიის გამოყენების პირობები