ახალი ამბები
საქონელი ნაგავში ამოსულ ბალახს ძოვს - ეპიდემიის საფრთხე ფერმაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, სახლებთან ახლოს, საქონლის, საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ნარჩენები ყრია. ამის გამო, გარემოს დაცვის სამინისტრომ გასულ თვეს ერთი პირი დააჯარიმა.

მიუხედავად ამისა, ნარჩენები ტერიტორიაზე კვლავ ყრია, სადაც საბალახოდ გაშვებული საქონელი ძოვს, ხოლო, იქვე მცხოვრები ოჯახების ბავშვები თამაშობენ.

დურსუნ ბაირამოვი ამბობს, რომ ერთჯერადმა დაჯარიმებამ გარკვეული შედეგი, დროებით, გამოიღო, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, პიროვნების დაჯარიმება ფაქტზე წასწრებისას მოხდა.

,,ისე ღამით ყრიან. ვინ ყრის, ვერ ვხედავთ. საქონლის ნარჩენებს ყრიან, ტყავს, ფეხებს და მაგისთანებს. მერე ეხვევა ბუზი, დგება საშინელი სუნი, უკვე გარეთ დაჯდომაც ჭირს, ინფექციის წყაროა ეს ადგილი" - აცხადებს დურმიშხან ბაირამოვი.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ნაგვის მანქანები ყველა სოფელში მოძრაობს, ურნები კი, დამატებით განთავსდება იმ სოფლებში, სადაც ამის მოთხოვნილება იქნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები