ახალი ამბები
პარლამენტის სპორტკომიტეტის წევრებმა გასვლითი სხდომა გორში გამართეს
საქართველოს პარლამენტის სპორტკომიტეტის გასვლითი სხდომა გორში გაიმართა.

სხდომის ჩატარებამდე პარლამენტი წევრებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები დაათვალიერეს. პირველ რიგში, ისინი სოფელ ბერშეუეთს ეწვივნენ.

ბერშუეთის წარმომადგენლის, კობა ბერიანიძის თქმით, სოფელში სტადიონის გაკეთება იგეგმება.

პარლამენტის სპორტკომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, რომ გამყოფი ხაზის სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

თვითმმართველი თემის, გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ხუბულურის თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ კაჭრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წამოჭრეს.

,,ჯერ კიდევ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა იმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ განაპირა სოფლებში დაგვეწყო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ იდეას მთელი გულით მივესალმებით. სწორედ, ამ საკითხს უკავშირდებოდა ჩვენი ვიზიტი სოფლებში" - აღნიშნა თემურ ხუბულურმა.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის დამარცხება, სწორედ, სპორტულ სამყაროში ახალგაზრდების ჩართვით, და არა სიგარეტის აკრძალვით მოხდება. მისი თქმით, სამინისტროებთან ერთად სტრატეგია შემუშავდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები