ახალი ამბები
გიორგი ჩოჩიშვილით ინგლისური კლუბი ,,მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარეს გიორგი ჩოჩიშვილს ინგლისური გრანდი „მანჩესტერ სიტი“ იწვევს - ეს სენსაციური სიახლე 19 წლის მეკარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან გაამხილა.

გორში დაბადებულ გიორგი ჩოჩიშვილს იმედი აქვს, რომ მომავალი კვირიდან კონტრაქტი უკვე გაფორმდება და ახალ გუნდში ვარჯიშს დაიწყებს.

„სულ 7 უცხოური კლუბი დაინტერესდა, ინგლისში „მანჩესტერ სიტი“, გერმანიაში – დიუსელდორფის „ფორტუნა“, ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი „სარაგოსა“. ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები სწორედ ამ დროს გამოჩნდა. იმედია, რომ მალე კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ კვირას ახალ გუნდში ვივარჯიშებ“ – აღნიშნა გიორგი ჩოჩიშვილმა.

ჟურნალისტის ცნობით, 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს არაერთი ცნობილი კლუბის სელექციონერი ესტუმრა – „აიაქსის“, ლონდონის „არსენალისა“ და „ვესტ ჰემის“, „ლივერპულის“, „სევილიას“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტის“, „ტოტენჰემის“, „აიაქსის“, „სპორტინგის“, „ბენფიკას“, „ევერტონის“, პსჟ-ს. ისინი საინტერესო მოთამაშეთა გვარებს ინიშნავდნენ.

საქართველოში დასრულებულ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა გაიმარჯვა. ბრიტანელთა გამორჩეული მოთამაშეები სწორედ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები იყვნენ.

ჩოჩიშვილი საფეხბურთო სკოლა „საბურთალოს“ გაზრდილია და იჯარით ლიგა 3-ის „შევარდენი 1906“-ში თამაშობდა. 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე, გიორგი ჩოჩიშვილს თბილისურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გიორგი ჩოჩიშვილი ლეგენდარული მოჭიდავის, შოთა ჩოჩიშვილი შვილიშვილია

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები