ახალი ამბები
თვალადში კირქვის კარიერზე მომუშავე კომპანია დააჯარიმეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადთან ერთ-ერთმა კომპანიამ წიაღით სარგებლობა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევით განახორციელა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 311,048 ლარი (ჭალა-კალაპოტის დაბინძურებისთვის) და 7520 ლარი (საძოვრის დაბინძურებისთვის) შეადგინა.

საბადოს დამუშავება ზედა ნიშნულიდან არ არის განხორციელებული; ობიექტის ექსპლუატაციის პერიოდში დაგროვილი ფუჭი ქანების ნაწილი ჩაყრილია მდინარის ჭალა-კალაპოტში და კარიერს არ გააჩნია ავარიის ლიკვიდაციის გეგმა.

ასევე, სასარგებლო წიაღისეული (კირქვა) ნაწილობრივ (52,88 მ2 ფართობზე) ლიცენზიით გათვალისწინებული სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ არის მოპოვებული. სამთო მინაკუთვნის დამუშავებისას, მოხსნილი მიწის ფენა, არაა დასაწყობებული ცალკე, ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით, არამედ აღრეულია ფუჭ ქანებში. ხოლო, ფუჭი ქანები ჩაყრილია მდინარის ჭალა-კალაპოტში და დაყრილია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.

შედგა სამი ერთეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები