ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი ოძისში - ახალგორის რაიონთან (PHOTO)
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელთან, კახაბერ ქემოკლიძესთან ერთად, რუსეთის სამხედრო ბაზებთან არსებული მდგომარეობას გაეცნო. 

ორი ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ სოფელი ოძისის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმყოფებოდა,  შემდეგ კი, გორის მუნიციპალიტეტისკენ გადაინაცვლეს.

,,გამყოფი ხაზი ცხინვალის რეგიონში არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ხალხს არა აქვს რაიმეს იმედი, სანამ აქ რუსეთია" - განაცხადა პოროშენკომ.












Print

სტატიის გამოყენების პირობები