ახალი ამბები
სოფლის მინი სტადიონზე გამონაცვალი ხალიჩა დააგეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მინი სტადიონზე გამონაცვალი ხალიჩა დააგეს.

ადგილობრივ ახალგაზრდებს საჩუქარი მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გაუკეთეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ხალიჩა გორის ,,დილას" ახალგაზრდული გუნდის სტადიონიდან აიღეს და ქვახვრელში ჩაიტანეს.

სამუშაოები გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა აწარმოეს.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ,,დემონტირებული" ხალიჩა იმ ადგილას დააგეს, სადაც მინი სტადიონის ე.წ. მწვანე საფარი დაზიანებული იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები