გორის მერია, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების
შესახებ, კონკურსს აცხადებს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციის
წარმომადგენელმა მურაზ შიოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პროექტი მიწათსარგებლობის წინასაპროექტო კვლევას,
საყრდენი რუკის, ზოგადი გეგმარებითი რეკომენდაციებისა და
გეგმარებითი დავალების შემუშავებას ისახავს მიზნად.
ჯამში, მიწათსარგებლობის გენერალური განვითარების გეგმის შედგენისთვის
168 000 ლარი დაიხარჯება.
საქართველოს კანონის ,,სივრცითი მოწყობის შესახებ" მიხედვით,
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის:
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა
ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების
ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო,
საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური
განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ
საკითხებს.
მერიის ეკონომიკური სამსახურის მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში
აუქციონზე 56 მიწის ნაკვეთი გაიტანეს, ნაწილი უკვე გაიყიდა.
ჯერ კიდევ, ორი წლის წინ, პრეს-სამსახურმა შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იწყებოდა ქალაქის
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განვითარების შესახებ.
სტატიის გამოყენების პირობები