ახალი ამბები
გორის გამგეობის ტურიზმის ცენტრი დასაჯილდოვებლად ჟენევაში მიიწვიეს
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ელექტრონული ფოსტით, საერთაშორისო ორგანიზაცია BID -სგან (business initiative direction) მიწვევა მიიღეს.

ტურიზმის ცენტრის ადმინისტრაციას ხარისხის ჯილდოს - ვარსკვლავს გადასცემენ. ვარსკვლავის მფლობელები არიან ის ორგანიზაციები, კომპანიები თუ ინსტიტუტები, რომლებიც განვითარების გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ და ამ განვითარებას მუდმივად აგრძელებენ.

დღევანდელი ამბის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ცენტრის დირექტორი რობერტ მაღლაკელიძე ესაუბრა. მისი თქმით, ფაქტი მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის, არამედ საქართველოს ტურიზმის სფეროსთვის.



 


Print

სტატიის გამოყენების პირობები