ახალი ამბები
გორელი ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გორის რაიონულმა სასამართლომ რეზო გოგრიჭიანს 15-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროკურატურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, წარსულში ნასამართლევი რეზო გოგრიჭიანი დამნაშავედ სცნო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობდა.

პროკურატურის მტკიცებით, ქ. გორში,  რეზო გოგრიჭიანმა შურისძიების მიზნით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენჯერმე ესროლა გურამ გოგიჩაიშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გოგოჩაიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.გ. 2017 წლის 9 ივნისს ქ.ბათუმში დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.



წერეთლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს ორი პირი შეესწრო
Print

სტატიის გამოყენების პირობები