ახალი ამბები
,,ჩემი გორი გულის თანასწორია" - გარდაიცვალა კომპოზიტორი ჯემალ ბეგლარიშვილი
77-წლის ასაკში კომპოზიტორი და პედაგოგი ჯემალ ბეგლარიშვილი გარდაიცვალა.

ის ჯერ კიდევ 1965 წლიდან ქალაქ გორის სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

შექმნა კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სიმებიანი კვარტეტი, საბავშვო საფორტეპიანო პიესების ციკლი (1976); ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "ორი მონოლოგი" მთხრობელის, სოპრანოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1977), "ფრესკები" ვოკალური ციკლი მეცო–სოპრანოს, ფორტეპიანოსა და ზანზალაკებისათვის (1978); საგუნდო ნაწარმოებები – ქალთა გუნდისათვის ა–კაპელა (1969–1982წწ.); მუსიკა სპექტაკლებისათვის (ქ. გორის დრამატული თეატრი).

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს.

გორელებისთვის საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი სიმღერა ,,ჩემი გორი", რომელიც გორის ჰიმნად იქცა. ,,ჩემი გორის" ტექსტიც ავტორიც, ბეგლარ ნოზაძე ერთი თვის წინ გარდაიცვალა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები