ახალი ამბები
3 ვარსკვლავიანი ,,სამართალდამრღვევი" - ქაოსი პატრულში

 

პირველად გიორგი ჩოხელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-ობიექტივში 2012 წლის მაისში მოხვდა. როდესაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორელ პედაგოგებს კომბინატის დასახლებაში ხვდებოდა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ამ შეხვედრაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გიორგი ჩოხელი არ უშვებდა.

 

2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში გორის მერობის კანდიდატი ,,ქართული პარტიიდან" კახა ერგემლიძე წმინდაწყლის დასახლებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ჩოხელის მეთაურობით, ერგემლიძეს საუბნო საარჩევნო კომისიაში აურზაურის მოწყობაში დასდო ბრალი. Qartli.gE-მ მოაგროვა ვიდეო-მასალა, თუ როგორ მუშაობს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელისშემშლელი, დაუსჯელი ,,სამართალდამრღვევი" ჩოხელი დღეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შს სამინისტროს 2012 წლის მაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

 

არანაკლებ ,,სამართალდარღვევაში" ამხილეს გიორგი ჩოხელის ხელმძღვანელებიც. 2014 წელს, ამჟამინდელ რეგიონის და ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსებს მოქალაქეები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებდნენ. გორის ცენტრში მომხდარ ინციდენტის დროს ისინი მთვრალ მდგომარეობაში დააფიქსირეს.

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები