ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში შლამით გავსებული სალექარი გაწმინდეს
ქალაქ გორის, სადგურის დასახლებაში სალექარი გაწმინდეს.

სამუშაოების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბასეინი, სადაც წვიმის დროს, ნიაღვარი ილექება, წელიწადში ერთხელ სუფთავდება.

,,სულ ორი ბასეინია. ანალოგიურად, ისინი შარშანაც გავწმინდეთ და ყურადღებას მუდმივად საჭიროებს" - აცხადებს გიორგი ჯაბიშვილი.

სადგურის დასახლების გაწვრივ მთის ფერდობებია, საიდანაც მუდმივად ნალექის დროს ნიაღვარი ჩაედინება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები