ახალი ამბები
ჯუღაშვილის ქუჩაზე გაშვებულმა ნაგაზმა მეტისი დაგლიჯა
ქალაქ გორში, ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე ორსული მეტისი ნაგაზმა დაგლიჯა.

დასახლებულ პუნქტში მიუსაფარი მეტისი ახალგაზრდა გოგოს მიკედლებული ჰყავდა და უვლიდა. ერთ-ერთი ოჯახის ეზოდან გამოსულმა ნაგაზმა მიუსაფარი ძაღლი სასიკვდილოდ დააზიანა.

ფოტო ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა გადაიღო. მისი თქმით, ქალაქის ქუჩებში არა მარტო ცხოველებისთვის, არამედ ადამიანებისთვის საშიში, სწორედ, სახლში მყოფი ძაღლები, ან/და სახლიდან ქუჩაში გაშვებული ძაღლები არიან.

ამის შესახებ სტატისტიკა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. გორის ანტირაბიული ცენტრის ცნობით, საავადმყოფოში მიყვანილი ადამიანები, ძირითადად, ოჯახის ძაღლებითაა დაკბენილი.

,,მეზობლის აგრესიულმა მეცხვარემ ლეკვებით სავსე მუცლის ფარი კბილებით დაუგლიჯა და ნაწლავები გაუფლითა. თავად მეცხვარის პატრონი კი უდარდელად საქმეზე წავიდა სადღაც. როცა უბანში მივედით, უამრავი ბავშვი თამაშობდა და ეს ბავშვებიც, ალბათ, ბეწვზე გადარჩნენ.  ეს ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა. ძაღლი ვერ გადარჩა" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

მისი განცხადებით, უნდა არსებობდეს კანონი, შესაბამისი რეგულაციები, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს პატრონს.

,,თუ მას ყავს აგრესიული ცხოველი, მინიმუმ სხვა ცოცხალ არსებებთან ნაკლები შემხებლობის პირობები უნდა შექმნას. თუ მისმა ცხოველმა მსგავსი ქმედება ჩაიდინა, მაშინ პატრონი ვალდებული უნდა იყოს ბოლომდე მიხედოს სხვა დასახიჩრებულ ცხოველს და, ამის გამო, მას ჯარიმაც უნდა ეკისრებოდეს.  მან არ უნდა გაუშვას მისი ცხოველი ქუჩაში ალიკაპის გარეშე და უნდა ქონდეს იზოლირებული ვოლიერი. მერია კი,  ამ ყველაფერზე დუმს" - აცხადებს მთიულიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები