ახალი ამბები
ცხინვალში საკუთარი მანქანით მოქალაქე გაიტაცეს და სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ
უცნობმა პირებმა ცხინვალელი ალექსანდრე ცხოვრებოვი საკუთარი მანქანით გაიტაცეს.

ამის შესახებ ოსური მედია ადგილობრივ შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოების ცნობით, გატაცებულმა თავის შვილს აცნობა, რომ გამტაცებლები გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ რუბლს ითხოვენ.

,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამტაცებლების ვინაობის დადგენა. მოქალაქე წაყვანილია საკუთარი მანქანით" - აცხადებენ დე-ფაქტო მთავრობის სამინისტროში. 

ცნობილი ხდება, რომ ერთი თვის წინ, ალექსანდრე ცხოვრებოვი დააყაჩაღეს და ოჯახიდან ოქროს სამკაულები წაიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები