ახალი ამბები
კნოლევთან მისასვლელი ხიდი დაზიანდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევთან მდინარე ფრონეზე არსებული ხიდი დაზიანდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მკვიდრი, ბადრი ციქუბაძე ავრცელებს.

მისი ცნობით, თუკი ხიდი დროულად არ შეკეთდება, სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყდება.

,,ამჟამად ხიდზე თუნუქის ფილები აყრილია და საფრთხეს წარმოადგენს გადამსვლელებისთვის. აუცილებელია ხიდის კონსტრუქციაში ცვლილებები იქნას შეტანილი, რათა თავიდან ავიცილოთ რესტავრაციისთვის განკუთვნილი ყოველწლიური მუნიციპალური ხარჯი" - ამბობს ბადრი ციქუბაძე.

ხიდი 90-იან წლებამდე ბეტონის ნაგებობას წარმოადგენდა. ფრონეს ადიდების დროს დეფორმაცია განიცადა, რის გამოც, კონსტრუქცია შეცვალეს.

კნოლევს სამი მხრიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებული ტერიტორიები აკრავს. ეს ერთადერთი ხიდია, რომელიც დასახლებას რაიონულ ცენტრს აკავშირებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები