ახალი ამბები
გორში ელიტ კლუბი ,,ვარდის უბანი" გაიხსნა
ქალაქ გორში, სამეფო ქუჩაზე ,,ვარდისუბანი"  ნუგზარ მაჭავარიანმა საკუთარ დაბადების დღეს გახსნა.

შიდა ქართლის თავადაზნაურთა საკრებულოს ხელმძღვანელმა, თანამოაზრეებთან ერთად, ორი საუკუნის წინ აშენებული სახლის სარდაფში, ელიტური სივრცის მოწყობა გადაწყვიტა.

ელიტ კლუბის გახსნას ესწრებოდნენ მისი მეგობრები, ხელოვანები, უცხოელი სტუმრები და მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელიც.

ნუგზარ მაჭავარიანის თქმით, თავისუფალი ადამიანებისთვის შემნილი სივრცე ყველა თაობას უმასპინძლებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები