ახალი ამბები
კომბინატიდან გორიჯვრამდე გზა ხიდზე გადასვლისას სახიფათოა (VIDEO)
მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი, რომლითაც გორიდან ნიქოზის მატარებელი მოძრაობს, ქვეითებისთვის სახიფათოა.

ადვოკატი ბესო კაიშაური, რომელიც გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგაშვილის ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, ამბობს, რომ ამ ხიდზე უამრავი ადამიანი ფეხით გადადის.

,,ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გორიჯვრობის დღესასწაულია" - აცხადებს კაიშაური და შესაბამის სამსახურებს რეაგირებისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მართლაც გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამორტიზებული ხიდით მოქალაქეები სარგებლობენ, მათ შორის, ბავშვები.

უყურადღებობის შემთხვევაში, ღია ადგილებიდან ადამიანი მდინარეში ან მის ნაპირზე ჩავარდება. ასეთი ღია ადგილი კი, ხუთია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები