ახალი ამბები
როგორ ავიცილოთ გველებთან უსიამოვნო შეხვედრა (ფოტო ანიმაცია)
გველები ეკოსისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. მათ თქვენი ეზოს და ბაღების გარშემო მომრავლებული მავნებლების განადგურება შეუძლიათ, მათ შორის, თაგვების, ვირთხების, ტარაკნებისა და სხვა მწერების.

თუმცა, ბევრი სახეობის გველი შხამიანია და ადამიანისთვის და შინაური ცხოველებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.


იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თქვენი ეზოს სიახლოვეს გველის შენარჩუნება. ამ შემთხვევაში თავდასხმის ან კბენის თავიდან აცილების მიზნით, გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოებები:

როგორ დავაშოროთ გველი საცხოვრებელ სახლს

1. სასურველია ეზო იყოს სუფთა. გველს ჩასაფრებული მტაცებლის თვისება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უყვარს დამალული, ბნელი ადგილიდან მოწინააღმდეგეზე თავდასხმა. აქედან გამომდინარე, მოუწესრიგებელი ეზო პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ გველს დასამალი ადგილებისკენ იწვევთ. მაგალითად, ჩალა, ფოთლები, დამპალი ნეშომპალა, ხის მორები, რომელიც თქვენს ეზოშია, უნდა მოაცილოთ. გველისთვის დასამალვად არაკომფორტულია ეზოში ქვის ნამტვრევები.



2. ეზო გაასუფთავეთ მაღალი და თანაც სწრაფად მზარდი ბალახებისგან, რომელიც გველის სამალავს წარმოადგენს. უმჯობესია, მოთიბოთ და საერთოდ გაასუფთავოთ. თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ ბალახი იყოს თქვენს ეზოში და შეწუხებული ხართ გველებით, მაშინ ეზო უნდა შემოღობოთ საიმედოდ.



3. თქვენი კარმიდამო ისეთი მავნებლებისგან დაიცავით, რომელიც გველის საკვებს წარმოადგენს, მაგალითად, თაგვები, ვირთხები, ტარაკანები ა.შ. თუ ვერ ანადგურებთ საკუთარი ძალებით, იყოლიეთ ისეთი შინაური ცხოველები, რომელიც ამ მავნებლებს ებრძვის, მაგალითად, კატა.



4. ამოავსეთ ნებისმიერი ხვრელი. მნიშველობა არა აქვს მის ზომად. ხვრელები შეიძლება ნახოთ სახლის ნებისმიერ ადგილას, ავტოფარეხში, სათავსოები. ისინი შეაკეთეთ. ბზარიც კი, ხელმისაწვდომია გველისთვის.



5. გველისგან დამცავი ღობე - ასეთი ტიპის ღობეების გაკეთება დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ რა ტიპის გველი ცხოვრობს თქვენ გეოგრაფიულ არეალში. ასეთი დამცავი ღობეების სამი ვარიანტია: ღობის პლასტიკური შეფუთვა, ფოლადის ნაჭერი ან/და დამჭერი ბადე. ეს არ წარმოადგენს სამშენებლო კონსტრუქციას. ისინი შეიძლება ეზოს იმ ადგილებზე დაიდგას, საიდანაც პოტენციურად გველის შემოსვლაა შესაძლებელი.



6. თუ წარსულში თქვენს ეზოში გველები შეგიმჩნევიათ და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელსაც იგივე განმეორდეს, შექმენით ვიბრაცია. ბალახის სარწყავი ან სათიბი ხელსაწყოებით მუშაობის დაწყებამდე. რა თქმა უნდა, ეს მაშინ, თუ თქვენს მიზანს მისი მოკვლა არ წარმოადგენს.



7. გამოიყენეთ ტრეკინგის ბოძები ლაშქრობის დროს. ეს ჯოხები სათხილამური ჯოხებს ჰგავს. ადაპტირებულია იმ გარემოსთვის, სადაც ლაშქრობის დროს ადამიანი მოგზაურობს. ე.წ. ტრეკინგის ჯოხებით შეგიძლიათ უბიძგოთ მაღალ ბალახს ან იმ ქვებს, რომელთა სიახლოვეს გავლასაც აპირებთ. ვიბრაციას გველი განიცდის და მიატოვებს.



8. იარეთ სუფთა და გასუფთავებულ ბილიკებზე. გველები ბუდობენ ქვების, მორებისა და მკვრივი ბალახების ქვეშ. თუ თქვენ იმ ბილიკებს იყენებთ, სადაც ადამიანი ფეხს ხშირად ადგამს, გველი ყოველთვის ერიდება იმ ადგილს. მას არ ჩვევია ადამიანზე თავდასხმა.



9. დააკვირდით თქვენს ფეხის ნაბიჯებს. ბევრი გველი, თავისი შეფერილობით, იმ გარემოს ჰგავს, სადაც იმყოფება. ასევე, ფრთხილად გაიარეთ კლდეებთან და მოგლეჯილ ქვებთან, რომელიც ასევე გველების საყვარელი ადგილია. თუ მაინც და მაინც გიწევთ მასზე გავლა, ჯერ ზემოთ დადგით ფეხი, დაათვალიერეთ ადგილი, დარწმუნდით რომ გველი არ იმალება და შემდეგ ქვემოთ ჩადით. ასევე, მოერიდეთ ქვების და ხეების აკრეფას, იქ შეიძლება დამალული იყოს.





10. დაგეგმეთ ლაშქრობისთვის შესაფერისი დრო: გველი ცივსისხლიანია, ამიტომ მათ არ შეუძლიათ სხეულის ტემპერატურის რეგულიაცია. შესაბამისად, ისინი ცდილობენ სხეულის გახურებას მზიან ამინდში და მაღალ ტემპერატურაზე. აქედან გამომდომარე ლაშქრობა დაგეგმეთ გრილ ამინდში - გაზაფხულსა და შემოდგომით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები