ახალი ამბები
გორში ასაფეთქებელი ნივთიერება გაანეიტრალეს
დაახლოები ერთი საათის წინ გორში ასაფეთქებელი ნივთიერება გაანეიტრალეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიციაში გვითხრეს, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა და უბრალოდ, განაღმვითი სამუშაო კომბინატის დასახლებასთან, ლიახვის პირზე ჩაატარეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ლიახვის პირზე ნაპოვნი ნივთიერება, სავარაუდოდ, ძველი სასწავლო ჭურვი იყო. ხოლო, ადგილობრივი მკვიდრის ნათქვამის საფუძველზე პოლიციამ რეაგირება მყისიერად მოახდინა და განმაღმველები გამოიძახეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) მიმდინარეობს.

საინფორმაციო ცენტრ 112-ში გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მათ არ მიუღიათ.

იხ. გაგრძელება ადგილი სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება გაანეიტრალეს (PHOTO)

Print

სტატიის გამოყენების პირობები