ახალი ამბები
,,500 ლარის" თემა საკრებულოს მიმდინარე სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს

 

ეს თემა გაერთიანებული კომისიების სხდომაზე 20 აგვისტოს განიხილეს. დეპუტატებმა პროექტში არსებული ჩანაწერები გააპროტესტეს. კერძოდ, ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, საკრებულოს წევრებმა (საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, კომისიების და ფრაქციების ხელმძღვანელების გამოკლებით), ყოველთვიური ხარჯის სახით, 500 ლარამდე ანაზღაურება უნდა მიიღონ.

 

ამ პუნტქმა სხდომაზე დიდი ხმაური გამოიწვია. საკრებულოს წევრების უმრავლესობა თვლის, რომ 500 ლარამდე ყოველთვიური ხარჯის თანხა ყველამ უნდა აიღოს, როგორც ანაზღაურებადმა (თანამდებობის პირმა) , ასევე იმ დეპუტატებმა, რომლებიც არც ერთ თანამდებობას ფლობენ. საკრებულოში ანაზღაურებადი თანამდებობებია - საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, კომისიების და ფრაქციების ხელმძღვანელების პოსტები. 35 კაციან საკრებულოში ასეთი სულ 13-ია.

 

საკრებულოს წევრები ვერ თანხმდებიან ასევე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენის საკითხზე. პროექტის მიხედვით, საკრებულოს წევრებს ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ აქტის შედგენა ევალებათ. აქტში იწერება ჩატარებული შეხვედრის ადგილი, დრო, თემატიკა და მინიმუმ სამი ამომრჩევლის ხელმოწერა. დეპუტატები ამ პუნქტის საერთოდ ამოღებას ითხოვენ.

 

როგორც აღვნიშნეთ, საკრებულოს სხდომა 2014 წლის 26 აგვისტოს გაიმართება. რიგითი სხდომა კი თვეში ერთხელ ტარდება. 

 

იხ.  კომისიების 20 აგვისტოს გაერთიანებულ სხდომაზე საკითხის განხილვის  და სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარების ამსახველი ვიდეო-მასალა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები