ახალი ამბები
გორის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი ,,ყირიმ-კონგო"-ს ვირუსით დაინფიცირდა - თავდაცვის სამინისტრო უარყოფს

 

,,ჯერ-ჯერობით, ვერ ხერხდება დაავადების წარმოშობის მიზეზის დადგენა. მოხდა ეს სამხედრო ნაწილში თუ სოფელში. ჯარისკაცი მძიმე ფორმებით სამხედრო ჰოსპიტალში შაბათს მოთავსდა. ჩაუტარდა სერიოზული მკურნალობა და ამ ეტაპზე მდგომარეობა ცოტა დამაკმაყოფილებელია" - განაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

,,სამხედრო მოსამსახურეს ყირიმ-კონგოს ინფექცია არ დაუდგინდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცით ზუსტი დიაგნოზი. ექიმების ვარაუდით, ეს  ბორელიოზი უნდა იყოს. თუმცა როგორც გითხარით, პაციენტი დაკვირვების ქვეშაა და დაავადების ზუსტ დიაგნოზე მუშაობენ" - გვითხრეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქარელის სოფლებში კვლევები მიმდინარეობს, რაშიც ამბულატორიების ექიმებია ჩართული.

 

მარინე ფარეხელაშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სოფლებში არსებული ამბულატორიებისთვის დახმარებას ითხოვს. კერძოდ, რამდენიმე ამბულატორიაში ელექტროენერგია არა აქვთ.

 

ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ზღუდერის ამბულატორიას. ამბულატორიებში ვაქცინები რიგდება და მისი შენახვა მაცივრებს საჭიროებს. დირბის ამბულატორიას კი დენი მეზობლებისგან გადაყვანილი ხაზებით მიეწოდება. აღნიშნულ ამბულატორიას დენი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს.

 

სოფელ ატოცში ახალი ამბულატორია აშენდა, მაგრამ სოფლის წარმომადგენელმა არ იცის თუ ვინ უნდა შეიყვანოს დენი, წყალი და გაუმართოს კანალიზაცია: ,,ისე კარგად არის გარემონტებული, იქიდან რომ გამოვდივარ და ჩემს ოთახში შევდივარ, გული მისკდება ჩემი ოთახის შემხედვარე" - აცხადებს სოფელ ატოცის წარმომადგენელი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები