ახალი ამბები
გორის ბაზართან 61-წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ქალაქის ძველ ბაზართან, 61-წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

საპატრულო პოლიიციის წარმომადგენლებმა პიროვნების ვინაობა უკვე დაადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

ექიმების განცხადებით, მოქალაქეს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. წინასწარი მონაცემებით, ადგილი აქვს ბუნებრივ სიკვდილს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები