ახალი ამბები
გორში ახალშობილი იპოვეს
დღეს, დილით, ქალაქ გორში ახალშობილი იპოვეს.

ძმები რომელაშვილის ქუჩაზე ჩვილი ზეწარში გახვეული ნახეს.

ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციას გზა გადაკეტილი აქვს და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ახალშობილი ვაჟია. ექიმების განცხადებით, ბავშვი ჯანმრთელია.

შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლის (სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება) მიხედვით მიმდინარეობს.

იხ. გაგრძელება

ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ,,იავნანას" რეანიმაციულ განყოფილებაშია

ახალშობილი მამაკაცის მაისურში იყო გახვეული



Print

სტატიის გამოყენების პირობები