ახალი ამბები
ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ,,იავნანას" რეანიმაციულ განყოფილებაშია
დღეს, დილით, ძმები რომელაშვილის ქუჩის ჩიხში ნაპოვნი ჩვილი ბავშვთა კლინიკა ,,იავნანას" რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მორიგე ექიმის განცხადებით, ჩვილი დღენაკლულია.

,,წონით ბავშვი კილოგრამი და სამასია. უმწიფარი ორგანოთა სისტემებით. სათანადოდ არის საშიშროება მისი სიცოცხლისათვის. ამ დროისათვის სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია" - აცხადებს ექიმი.

ამ დროისათვის ექიმები ბავშვს თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადასაგზავნად ამზადებენ.

ახალშობილი ვაჟია. 

შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლის (სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება) მიხედვით მიმდინარეობს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები