ახალი ამბები
ახალშობილი მამაკაცის მაისურში იყო გახვეული
ჩვილი, რომელიც დღეს დილით ქუჩაში იპოვეს, ნინო ლაფაჩმა გადაარჩინა. ის ძმები რომელაშვილების ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ქუჩაზე გავლისას მეზობლებს ბავშვის ტირილის ხმა მოესმა.

,,ამ ჩიხს რომ ჩავუარეთ, მეორე მხრიდან კაცმა დაიძახა. ის კაციც სამუშაოზე მიდიოდა, აქვე ბენზინგასამართ სადგურში მუშაობს. მგონი ბავშვიაო, მივედი და ვნახე, მამაკაცის მაისურში იყო გახვეული ბავშვი. მაშინვე სახლში შევიყვანე. ვიდრე საპატრულო პოლიცია და ექიმები მოვიდნენ, ჩავაცვი წინდები. მეც ვაჟის დედა ვარ და წლების წინანდელი ჩემი დედობა გამახსენდა. როგორც შევატყვე, ბავშვი ქერა, ლამაზი ბიჭი იქნება" - ამბობს ნინო ლაფაჩი. 

ბავშვი დაახლოებით დილის 7-ის ნახევარზე იპოვეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები