ახალი ამბები
სამახსოვრო ფოტოები ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებთან
ხაშურის მოსახლეობას, დღეს, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალება ჰქონდათ. ფოთის პორტიდან დაძრული კოლონა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მოედანზე შეჩერდა.

ადგილობრივებმა სამხედროებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

საქართველოში სამხედრო მრავალეროვნული სწავლება, პროგრამის "ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში, მიმდინარეობს.

”ძალა პარტნიორობაშია” მრავალეროვნული სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017”-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. წელს სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა მონაწილეობს, ესენია საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

”ღირსეული პარტნიორი 2017” ემსახურება სტაბილურობას, თავდაცვითი და შეტევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატო-ს რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებობების გაზრდას, NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრამავებას.

ფოტოების ავტორი: ნინო სუხიაშვილი, ხაშურის გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი




























Print

სტატიის გამოყენების პირობები