ახალი ამბები
სუხიშვილის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა
გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. 

დაშავებული 50-წლის ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

წაქცევისას ქალმა დაზიანებები სახის არესა და ქვედა კიდურთან მიიღო.

შემთხვევა სუხიშვილისა და თბილისის ქუჩების კვეთასთან მოხდა. ავტობუსის გაჩერებასთან ქვეითთა გადასასვლელის ნიშანია.

,,ჩქარა არ მივდიოდი, ზოგადად, არ ვარ მიჩვეული ჩქარა სიარულს, ქალი ვარ და სულ ვფრთხილობ. დავინახე რომ გადადიოდა, მაგრამ დაიბნა და ისევ უკან წამოვიდა" - უყვებოდა პატრულს მძღოლი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები